თარგმანები

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო ეწევა პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას, გარკვეული პრინციპების სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფს თარგმანის შედეგის მაღალ ხარისხს, ტერმინოლოგიის სირთულის და დახვეწილობის მიუხედავად.

ჩვენი ძირითადი პრინციპის თანახმად თარგმანი არ უნდა ეყრდნობოდეს ელექტრონულ ლექსიკონებს, რაც როგორც წესი, ხდება ჩვენს დროში. თარგმანის სიზუსტე ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ადამიანურს რესურსებს, პერსონალის და პარტნიორების ქსელს. ჩვენი თარჯიმანთა ქსელი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ყველა იმ ქვეყანაში, რომლის ენაზე ვასრულებთ თარგმანებს. ჩვენი პარტნიორების მთარგმნელობითი უნარი უზრუნველყოფს სათარგმნელი ტექსტის

ზუსტ გადმოცემას თითოეული ენის ყველა დაწვრილებით ნიუანსებით, მათ შორის ტერმინოლოგიით. ელექტრონული ლექსიკონის გამოყენებით ესეთი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

ამგვარად მოგაწვდით მაღალი ხარისხის თარგმანს.

დარგები:

საბუღალტრო და ფინანსური თარგმანები

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიუროს გააჩნია ეკონომისტი პარტნიორები და ეკონომიკურ და კომერციულ ტერმინოლოგიაში სპეციალიზებული თარჯიმნები, რომლებიც ახორციელებენ შესანიშნავ თარგმანებს ფინანსური და საბუღალტრო სამუშაოების სფეროში. იმ დროს, როდესაც ეკონომიკის სამყაროში სათანადო ინფორმაციის გაცვლა და ნათელი კომუნიკაცია არსებითად შეუწყობს ხელს თანამშრომლობის წარმატებას, მაღალი ხარისხის მთარგმნელობითი მომსახურების მიერ გაწეულ მხარდაჭერას შეუძლია მაქსიმალურად გააუმჯობესოს თანამშრომლობის შედეგი.

ვასრულებთ შემდეგი სახის თარგმანს მრავალ ენაზე:
  • ეკონომიურ – ტექნიკური კვლევები და ფინანსური ანგარიშგებები
  • ბალანსები
  • ყოველთვიური ყოველწლიური ანგარიშგება
  • ბიზნეს გეგმები (businessplan) და ანგარიშგება – დასკვნები
  • საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტები – საბუღალტრო ცხრილები
  • ინვოისები – კომერციული ოპერაციები
  • მარკეტინგის – მენეჯმენტის ტექსტები
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • სადაზღვევო ფონდების და სამსახურების დოკუმენტაცია
  • გადასახადის ადმინისტრაციული განსაზღვრის აქტი
  • საუნივერსიტეტო ნაშრომები
  • საბანკო დოკუმენტები

ტურისტული და საზღვაო დარგი

ეკონომიკურ და კომერციულ კომუნიკაციაში გამოცდილ პარტნიორებზე და ტურისტული და საზღვაო დარგებში დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით „Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ მომსახურეობას რომელიც აკმაყოფილებს ყველა თქვენს მთარგმნელობით საჭიროებას ტურისტული და საზღვაო მოღვაწეობით სფეროში. ყველაზე გავრცელებულიდან ყველაზე სპეციალიზებულამდე.

ვასრულებთ შემდეგი სახის თარგმანს მრავალ ენაზე:
  • საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტები
  • საწარმოს ადმინისტრაციის დოკუმენტები
  • მარკეტინგი – რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ბიზნეს დაგეგმარება
  • ბაზრის კვლევა
  • საერთაშორისო და ევროპული საკითხები
  • ყველა სახის ტურისტული ტექსტები და მათთან დაკავშირებული ვებ გვერდები
  • გემის რეგისტრაციის მოწმობა
  • საზღვაო კომპანიების და სააგენტოების ტექსტები
  • სამეთვალყურეო ჟურნალი
  • საზღვაო კვლევები და სხვა გემთმშენებელი ინდუსტრიის ტექსტები
  • უცხო ენების ან / და ინფორმატიკის პროგრამული საშუალებები მმართველობაში და კომერციაში
  • ჩარტერ–პარტიები
  • საქონელს დართული დოკუმენტაცია
  • კერძო და საჯარო საზღვაო სამართლის იურიდიული ტექსტები
  • შეთანხმებები და ხელშეკრულებები
metafraseis touristika nautiliaka

ლიტერატურული თარგმანები

ლიტერატურული თარგმანი თარგმანს აქცევს ხელოვნებად, ხშირად ლიტერატურის მსგავს ხელოვნებად, რადგან ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანს შეიძლება ჰქონდეს თვით ნაწარმოების ტოლფასი მნიშვნელობა.
„Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო ლიტერატურათმცოდნეებთან და თარგმანში სპეციალიზებულ ფილოლოგებთან ფასდაუდებელი თანამშრომლობის უზრუნველყოფით, ყოველთვის ორიგინალური ტექსტის მიმართ ყურადღებით, ვასრულებთ შემდეგ თარგმანებს:

  • ლიტერატურული ტექსტები და ესეები
  • ჟურნალისტური სტატიები
  • ლიტერატურული წიგნები, ლექსები, პიესები, სტატიები, კრიტიკული ნაშრომები
  • სასულიერო და რელიგიური ნაშრომები
  • ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის ტექსტები
  • პედაგოგიური საკითხები
  • ხელოვნებათმცოდნეობა, ხელოვნების ისტორიისა და მუზეოლოგიის ტექსტები
  • ფილოსოფიის, სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის ტექსტები

ადმინისტრაციული დოკუმენტების თარგმანი

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო ახორციელებს საზღვარგარეთ გაცემული საჯარო და კერძო დოკუმენტების ზუსტ თარგმანს, რომელიც განზრახულია საბერძნეთში გამოყენებისათვის, და ბერძნული დოკუმენტების თარგმანს საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოყენებისათვის. ასევე მომსახურების სრულყოფილების მიზნის მთარგმნელობით მომსახურეობას თან ახლავს საბუთების დამოწმება.

ვასრულებთ შემდეგი დოკუმენტების თარგმანებს მრავალ ენაზე :
  • ხელშეკრულებები
  • სასამართლო აპელაციები – დოკუმენტები, სასამართლოში გამოსაყენებლად
  • საგარანტიო ზომები და საბუთები სადაზღვევო ფონდების და ორგანიზაციებიდან კომპენსაციისათვის
  • დასკვნები
  • კვლევები, ოქმები და გადაწყვეტილებები
  • სტატისტიკის მონაცემები
  • კერძო დოკუმენტები და ხელშეკრულებები
  • სარეკომენდაციო წერილები
  • საჯარო მოწმობები (დაბადების, ქორწინების, ნათლობის, გარდაცვალების)
  • ცირკულარები
  • საშუალო სკოლის ატესტატები
  • სემინარების და ტრენინგების სერთიფიკატები
  • კომპიუტერული უნარების სერტიფიკატი
  • უცხოური და ბერძნული უნივერსიტეტების და ტექნოლოგიური ინსტიტუტების დიპლომები
  • წერილობითი გადმოცემა
  • სასწავლო მოწმობები და ცნობები
  • ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების სერტიფიკატები
  • კომპანიების წესდება
  • ლიცენზია და სერტიფიკაციის დოკუმენტები
  • უცხო ენის ცოდნის სერთიფიკატები
metafraseis dioikitikon eggrafon

საკონფერენციო გამოსვლების და შეხვედრების თარგმნა

სხვადასხვა დისციპლინებში და სამეცნიერო სფეროში უამრავი სპეციალისტი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვთარგმნით საკონფერენციო გამოსვლების, შეხვედრების და ნებისმიერი სახის და საგნის ღონისძიებებს, რომლებიც ტარდებიან უცხოეთში ან ჩვენს ქვეყანაში. ყოველთვის შესანიშნავი და მაღალი სისწრაფით, სწორი და დროული, და აგრეთვე მკაცრი კონფიდენციალობის შენარჩუნებით.

ჩვენ ვასრულებთ ოქმების და გამოსვლების თარგმანს მრავალ ენაზე :
  • შეხვედრები
  • კონფერენციები
  • კონფერენციაზე
  • საბჭოები
  • სემინარები
  • საერთაშორისო ღონისძიებები
  • სხდომები
  • კონგრესები

თარგმანი სავაჭრო დარგში

დიდი და მცირე საწარმოების და ინდივიდუალური მეწარმეების, რომელთა მოღვაწეობა დაკავშირებულია საზღვარგარეთთან, ირჩევენ „Global LTD“ თარჯიმანთა ბიუროს, რომლის მიერ გაწეული მომსახურეობის წყალობით უზრუნველყოფილია ყოველდღიური მხარდაჭერა რაც ეხება დოკუმენტების თარგმანს. სათარგმნელი დოკუმენტაცია ეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ყოველდღიურ მიმოწერას, სარეკლამო მასალის ტექსტებს, ფასების განსაზღვრას და ყველა იმ საგანს, რომელიც აუცილებელია, რათა ხელი შეუწყოს მათ კომერციულ საქმიანობას საზღვარგარეთ.

ვასრულებთ შემდეგი დოკუმენტების თარგმანებს მრავალ ენაზე :
  • კორპორაციული და პროდუქციის პრეზენტაცია
  • ზოგადი პრეზენტაციები
  • ფორმები / ბროშურები
  • სარეკლამო მასალა და პოპულარიზაციის მასალა
  • წერილები და კორესპონდენცია
  • წლიური ანგარიშგებები
  • მარკეტინგის გეგმები (marketing plans)
  • Google AdWords-ის და S.E.O.-ს კამპანია
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა

სამედიცინო და ფარმაცევტული ტექსტების თარგმანები

ყოველი ხარისხიანი მთარგმნელობითი ბიუროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტული ტექსტების თარგმანის სიზუსტე და მაღალი ხარისხი წარმოადგენს უეჭველ პრიორიტეტს. „Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო, სამედიცინო-ფარმაცევტული შინაარსის ტექსტების მნიშვნელობის გათვალისწინების პასუხისმგებლობით, ეყრდნობა თანამშრომელ ექიმებზე, რომლების სპეციალიზებულნი არიან შესაბამის სფეროში, გააჩნიათ გამოცდილება
თარგმანში და კისრულობენ მომთხოვნი თარგმანის შესრულების ვალდებულებას.

ვასრულებთ შემდეგი დოკუმენტების თარგმანებს მრავალ ენაზე :
  • სამედიცინო და დიაგნოსტიკური გამოკვლევები
  • სამედიცინო აღჭურვილობის, ორგანოების და ხელსაწყოების სახელმძღვანელოები
  • კლინიკური გამოკვლევები
  • მედიკამენტები გამოყენების ინსტრუქციები
  • სამედიცინო საგანმანთლებლო მასალა
  • ფარმაცევტული სარეკლამო მასალა
  • მედიკამენტების და კოსმეტიკის შეფუთვა
metafraseis iatrika farmakeutika

ვებ- გვერდების და ელექტრონული მაღაზიების თარგმანი

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო აღიარებს ინტერნეტის დიდ მნიშვნელობას კომუნიკაციაში და კომპანიების შედეგიან მოღვაწეობაში და ასრულებს საიტების, ინტერნეტ-მაღაზიების და ყველა სახის პროგრამების თარგმნას, რომლებიც აღწევენ კარგ შედეგებს გლობალურ აუდიტორიასთან და ეროვნულ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, თავიანთი კულტურული და ენობრივი თავისებურებებით.

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო თავაზობს თავის მომსახურეობას ყველა კომპანიას, ორგანიზაციას, დაწესებულებას და პროფესიონალს, მიუხედავად მათი მოღვაწეობის საგნისა და მათი პროფესიული სფეროსა. ვასრულებთ შემდეგ თარგმანებს მრავალ ენაზე :

  • ვებ-გვერდის (ტექსტების) შინაარსი.
  • ვებ-გვერდის მენუ და მონაცემები.
  • ვებ-გვერდის გრაფიკული მონაცემები (დასახელება, სუბტიტრებით, სურათები)
  • უკვე ნათარგმნი საიტის ძირითადი ენის პროგრამა.

ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინფორმატიკული თარგმანები

ტექნოლოგიური თარგმანი, ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკური თარგმანი მოითხოვს მთარგმნელის მაღალ კვალიფიკაციას, დიდი გამოცდილებას და ტექნოლოგიური განვითარების მონიტორინგს, რომლებიც სწრაფად იცვლებიან და აყალიბებენ დღევანდელ hi – tech რეალობას უსასრულო ტექნოლოგიური მოწყობილობების, გაჯეტების და პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიუროს გააჩნია სპეციალიზებული პარტნიორები, გამოცდილი თარჯიმნები, რომლებიც ეფექტურად აკმაყოფილებენ ყველა თარგმანის საჭიროებას ტექნოლოგიების დარგში.

ვასრულებთ შემდეგ თარგმანებს მრავალ ენაზე :
  • კომპიუტერების და პლანშეტების სახელმძღვანელოები
  • სახელმძღვანელოები სტაციონარული და მობილური სატელეფონო კავშირის აპარატურა, კომპიუტერის ნაწილები, როგორიცაა გრაფიკული ბარათები, ქსელის მოწყობილობები, როგორიცაა როუტერი, მოდემი, და ა.შ.
  • სატელეფონო ცენტრების, კამერების გამოყენების, პრინტერების / ასლგადამღებების/ MFPs-ის სახელმძღვანელოები
  • ტელევიზორების, პროჟექტორების, მონიტორების სახელმძღვანელოები
  • მოწყობილობების გამოყენების და მონტაჟის სახელმძღვანელოები.
  • ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები
  • კლავიატურები და ნაწილები
  • მექანიკური მოწყობილობები
metafraseis texnikes texnologias

იურიდიული ტექსტების თარგმანი

იურიდიული ტექსტები განეკუთვნება თარგმანის იმ კატეგორიას, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან მთარგმნელობით ადაპტაციას .

„Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო იურიდიული ტექსტების თარგმანში გამოცდილი პარტნიორების დახმარებით, ასრულებს როგორც მარტივი, აგრეთვე ყველაზე მომთხოვნი და რთული იურიდიული ტექსტების თარგმანს დიდი კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის საბერძნეთში და საზღვარგარეთ. ვასრულებთ შემდეგ თარგმანებს მრავალ ენაზე :

  • შეთანხმებები
  • კონტრაქტები / ხელშეკრულებები
  • სარჩელები
  • სასამართლო საქმის მასალები
  • სერთიფიკატები

დოკუმენტების ოფიციალური თარგმანი

ოფიციალური დოკუმენტების წერილობითი თარგმანი , რომელსაც ასრულებს „Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო, სიტყვასიტყვით იცავს ბერძნული კანონმდებლობის დებულებებს და სრულად აკმაყოფილებს საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ დადგენილ პირობებს.
ვასრულებთ შემდეგ ოფიციალური წერილობით თარგმანებს მრავალ ენაზე:

  • უცხო ენის დიპლომები
  • მოწმობები და ოფიციალური დოკუმენტები (როგორიცაა დაბადების ქორწინების / გარდაცვალების მოწმობა, საგადასახადო მოწმობები და ა.შ.)
  • სხვადასხვა საფინანსო დოკუმენტები
  • იურიდიული დოკუმენტები

metafraseis ptixia viografika

დიპლომების და მოკლე ბიოგრაფიის წერილობითი თარგმანი

დიპლომების და მოკლე ბიოგრაფიის შემთხვევაში, წუნდაუდებლად შესრულებულ წერილობით თარგმანს შეუძლია გამოავლინოს პიროვნების უნარები და თვისებები, და გახდეს “პასპორტი” პროფესიული კარიერის ახალ სამყაროში.

ამდაგვარად, „Global LTD“ თარჯიმანთა ბიურო ამ რეალობის მიმართ პასუხისმგებლობით, ახორციელებს რეზიუმეების სწორ წერილობით თარგმანს (მარტივ ფორმაში ან Europass-ის ფორმატი), დიპლომების, ატესტატების, სერტიფიკატების და ამოწმებს მათ.

ვასრულებთ შემდეგი დოკუმენტების წერილობით თარგმანებს მრავალ ენაზე:
  • უცხოური და ბერძნული უნივერსიტეტების და ტექნოლოგიური ინსტიტუტების დიპლომები
  • სასწავლო მოწმობები და ცნობები
  • უცხო ენის დიპლომები / პროფესიული სერტიფიკატები
  • სარეკომენდაციო წერილები
  • სემინარები და მომზადების სერტიფიკატი
  • რეზიუმეები
  • საშუალო სკოლის ატესტატები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ნიშნების ფურცელი
  • კომპიუტერული უნარების და სხვა დარგებში უნარების ფლობის სერტიფიკატები
SEE ALSO
Global Georgia
Global Cosmetics
TRAVEL WITH
Global Georgia
Travel Agency
SEE ALSO
Global Georgia
Real Estate
SUBMIT TO OUR newsletter